Accessibility links

logo-print

სირიამ ვადის ამოწურვამდე წარმოადგინა ინფორმაცია ქიმიური იარაღის შესახებ


საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხებზე მუშაობს (OPCW), აცხადებს, რომ დამასკისაგან მიიღო სირიის ქიმიურ არსენალზე ინფორმაცია, რომელსაც მისგან მოელოდა. ორგანიზაციის ეს განცხადება გავრცელდა მანამდე, სანამ დამასკს ამოეწურებოდა ინფორმაციის წარდგენის ვადა, რომელიც განსაღზვრულია ამერიკა-რუსეთის გეგმით. ეს გეგმა ითვალისწინებს სირიის ქიმიური იარაღის არსენალის 2014 წლის შუა პერიოდამდე განადგურებას. ამასობაში, რუსეთმა, რომელიც ეწინააღმდეგება სირიის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებას, შაბათს დაადასტურა, რომ დამასკის მიმართ მოსკოვის პოზიცია შესაძლოა, შეიცვალოს, თუ აღმოჩნდა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იტყუება. ამ შინაარსის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი ივანოვმა გააკეთა სტოკჰოლმში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას.
XS
SM
MD
LG