Accessibility links

logo-print

ავღანელმა შეიარაღებულმა პირმა სამი უცხოელი ჯარისკაცი მოკლა


ავღანელმა შეიარაღებულმა პირმა, რომელსაც უშიშროების ძალების უნიფორმა ეცვა, სამხრეთ ავღანეთში მოკლა სამი უცხოელი ჯარისკაცი. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალებმა (ISAF-მა) დაადასტურეს ეს ცნობა, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან დაღუპული ჯარსიკაცები. ISAF-ი აცხადებს, რომ ავღანეთის მხარესთან ერთად იძიებს ინციდენტს.
XS
SM
MD
LG