Accessibility links

კენიაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად


კენიის დედაქალაქ ნაირობიში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი. ცნობების თანახმად, შეიარაღებული პირები შაბათს ყუმბარებით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრნენ პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა ალყა შემოარტყეს შენობას და თითოეულ მაღაზიაში დაიწყეს თავდამსხმელების ძებნა და დაკავება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბააბმა“. ის სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში აცხადებს, რომ შური იძია სომალიში კენიის სამხედრო ინტერვენციისათვის. „ალ-შაბააბი“ არის „ალ ყაიდის“ მოკავშირე ჯგუფი და კენიაში თავდასხმებს ახორციელებს 2011 წლიდან - მას შემდეგ, რაც კენიის ჯარები სამხრეთ სომალიში შეიჭრნენ ექსტრემისტებთან საბრძოლველად.
XS
SM
MD
LG