Accessibility links

ბაღდადში აფეთქებებმა 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ბაღდადში 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა აფეთქებებმა, რომლებიც შიიტურ უბანში, სადრ სიტიში მოეწყო. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ოფიციალური პირების ცნობით, დაიჭრა ათობით ადამიანი. როგორც იუწყებიან, ერთ-ერთი აფეთქება დანაღმული ავტომანქანით მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, დასაფლავებაზე შეკრებილებთან. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. შაბათსვე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ჩრდილოეთ ერაყიდან, სადაც უშიშროების ძალების 10 წევრი მოკლეს. ერაყში ძალადობამ წელს ისეთ მასშტაბს მიაღწია, როგორიც 2008 წლის შემდეგ აღარ ჰქონია.
XS
SM
MD
LG