Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი აშშ-ს სირიის გამო „შანტაჟში“ ადანაშაულებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლეთის ქვეყნებს აკრიტიკებს სირიაში კრიზისისადმი „უაღრესად პოლიტიზებული მიდგომისათვის“. ტელეინტერვიუში, რომელიც კვირას აჩვენა რუსეთის პირველმა არხმა, ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის მიზანია სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადაყენება იმის საჩვენებლად, რომ დასავლეთი უკვეთავს მუსიკას ახლო აღმოსავლეთში. ლავროვის თქმით, შეერთებული შტატები იწყებს მოსკოვისთვის „შანტაჟის“ მოწყობას მუქარით, რომ შეწყვეტს ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, თუ მოსკოვი არ მიემხრობა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც სირიაში სამხედრო ინტერვენციას დაუშვებდა.
XS
SM
MD
LG