Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 50-მდე ადამიანი დაიღუპა ეკლესიაში აფეთქების შედეგად


დღეს აფეთქებები მოეწყო პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში მდებარე ეკლესიაში. როგორც იუწყებიან, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასთან, რის შედეგადაც 50-მდე ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა. ფეშავარის პოლიციის კომისრის მოადგილე, ზაჰირულ ისლამიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფეთქების დროს ეკლესიაში ასობით მცლოველი იმყოფებოდა: „ეს არის თვითმკვლელის თავდასხმა. თვითმკვლელი ამფეთქებელი ეკლესიაში შევიდა, როცა ქრისტიანები კვირის წირვას ასრულებდნენ. ამ მომენტში ეკლესიაში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა“. ქრისტიანები პაკისტანის მოსახლეობის 4%-ს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG