Accessibility links

logo-print

ჩინეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს წარსულში გავლენიან პარტიულ ლიდერს


ჩინეთში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა კომუნისტური ელიტის წარსულში გავლენიან წარმომადგენელს, ბო სილაის, რომელიც დამნაშავედ ცნო ქონების მითვისებასა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში. ბო სილაი ბრალდებებს უარყოფს, მას განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. მაგრამ ჩინეთში სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, არ შეცვლის განაჩენს. კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს ყოფილი წევრის, ბო სილაის კარიერას ბოლო მოეღო 2011 წელს ჩინეთში ბრიტანელი ბიზნესმენის, ნილ ჰეივუდის მკვლელობის შემდეგ. მკვლელობაში ბო სილაის ცოლი სცნეს დამნაშავედ.
XS
SM
MD
LG