Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, რუსმა სამხედროებმა დვანთან 600 მეტრით გადმოწიეს საოკუპაციო ხაზი


ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე რუსმა მესაზღვრეებმა განაახლეს მავთულხლართების გაბმის პროცესი. სოფელ დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ზაზა კოპაძის განცხადებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესინიუსი“ ავრცელებს, რუსმა სამხედროებმა საზღვარი 600 მეტრით გადმოსწიეს. მისი განმარტებით, სოფელ დვანთან მავთულხლართების გაბმა თვეზე მეტი იყო შეჩერებული და კვირას დილით განახლდა.
XS
SM
MD
LG