Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ისევ მერკელის პარტიას უწინასწარმეტყველებენ არჩევნებში გამარჯვებას


გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას, რაც კანცლერად ანგელა მერკელის მესამე ვადით დარჩენას ნიშნავს. ამასთან, შესაძლოა პარლამენტში მოსახვედრად საჭირო, ხმების 5%-ანი ბარიერი ვერ გადალახოს მერკელის კოალიციაში შემავალმა თავისუფალი დემოკრატების პარტიამ. ასეთ შემთხვევაში, ვარაუდობენ ახალი კოალიციის შექმნას ქრისტიან-დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების მონაწილეობით. გერმანიის 62 მილიონამდე მოქალაქეს ეძლევა ხმის მიცემის შესაძლებლობა. მათ შორის არის ბერლინელი ნადია ორლოვსკი: “კი, ვღელავ, რადგან დემოკრატია მნიშვნელოვანია. დიდი ხანი არაა, რაც გადაწყვეტილება მივიცე და ახლა მაინტერესებს, გაიზიარებს თუ არა ჩემს არჩევანს გერმანელი ამომრჩევლების უმრავლესობა“. გერმანია ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში. არჩევნები დიდ ინტერესს იწვევს მთელ ევროზონაში.
XS
SM
MD
LG