Accessibility links

logo-print

თომას ჰამარბერგმა წარმოადგინა ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ


ევროკავშირის საგანგებო მრჩეველი საკონსტიტუციო, სამართლებრივ და ადამიანის უფლებების საკითხებში, თომას ჰამარბერგი დადებით მოვლენად მიიჩნევს საქართველოში შრომის ახალი კოდექსის მიღებას. ამ და სხვა საკითხებზე ჰამარბერგმა ისაუბრა თბილისში, თავისი ანგარიშის წარდგენისას. ანგარიშის სახელწოდებაა „საქართველო გარდამავალ ეტაპზე - ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ: არსებული წინაპირობები, გადადგმული ნაბიჯები და გამოწვევები“. საკითხებს შორის, რომლებსაც ჰამარბერგი შეეხო, არის ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმები რელიგიის თავისუფლების დასაცავად. ევროკავშირის საგანგებო მრჩეველმა „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა საქართველოში ბოლოდროინდელ ისლამოფობიურ და ჰომოფობიურ გამოსვლებს.
XS
SM
MD
LG