Accessibility links

logo-print

არჩევნების წინასწარი შედეგებით, მერკელის პარტიას შესაძლოა აბსოლუტური უმრავლესობა ერგოს


გერმანიის მედიის ცნობით, კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულ პარტიას შესაძლოა, ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ერგოს კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. წინასწარი შედეგებით,მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ მოიპოვა ხმების 42,5%. პარლამენტში, როგორც ჩანს, ვერ მოხვდება მმართველი კოალიციის წევრი, „თავისუფალ დემოკრატთა პარტია“, რომელსაც სულ 4,6% ერგო. ასევე წინასწარი შედეგებით, ხმების 26% სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. თუ ქრისტიან-დემოკრატებს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ერგებათ, ეს პირველად მოხდება 1957 წლის, კონრად ადენაუერის კანცლერობის შემდეგ.
XS
SM
MD
LG