Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში იზრდება სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი


კენიის „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, 68-მდე გაიზარდა ნაირობის სავაჭრო ცენტრში ისლამისტი შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამასობაში, გრძელდება უშიშროების ძალების დაპირისპირება 15-მდე ისლამისტ შეიარაღებულ პირთან, რომელიც ჯერ კიდევ რჩება სავაჭრო ცენტრში, სადაც შაბათს შეიჭრა. შენობაში რჩებიან სამოქალაქო პირებიც. თუმცა, 1000-მდე პირს არაფერი დაშავებია, ისე გამოიყვანეს. კენიელი ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ სავაჭრო ცენტრში თავდამსხმელებს ებრძვიან ისრაელის უშიშროების ძალების წევრებიც. ისრაელის საგარეო უწყებამ უარი თქვა კომენტარზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ჯგუფმა „ალ-შაბააბმა“.
XS
SM
MD
LG