Accessibility links

logo-print

პაკისტანში 78-მდე გაიზარდა ეკლესიაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


პაკისტანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, 78 ადამიანი დაიღუპა ფეშავარში მდებარე ეკლესიაში აფეთქების შედეგად. დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი. როგორც იუწყებიან, ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასთან. ფეშავარის პოლიციის კომისრის მოადგილე, ზაჰირულ ისლამიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფეთქების დროს ეკლესიაში ასობით მცლოველი იმყოფებოდა: „ეს არის თვითმკვლელის თავდასხმა. თვითმკვლელი ამფეთქებელი ეკლესიაში შევიდა, როცა ქრისტიანები კვირის წირვას ასრულებდნენ. ამ მომენტში ეკლესიაში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა“.
ქრისტიანები პაკისტანის მოსახლეობის 4%-მდე შეადგენენ.
XS
SM
MD
LG