Accessibility links

ნაირობის სავაჭრო ცენტრში გრძელდება შეტაკებები სამხედროებსა და თავდამსხმელებს შორის


კენიის დედაქალაქ ნაირობიში დღესაც გრძელდება კენიის სამხედროებსა და სომალელ ისლამისტ მეამბოხეებს შორის შეტაკებები. კვირას ღამით კენიის არმიამ განაცხადა, რომ მეამბოხეების მიერ დატყვევებულთაგან უმრავლესობა გაათავისუფლეს, თუმცა, არ დაუზუსტებია - რამდენი ადამიანი რჩება ტყვეობაში და რამდენია გათავისუფლებული. ნაირობიში მდებარე "ვესტგეიტის" სავაჭრო ცენტრს შაბათს დაესხა თავს „შებაბის“ შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ არის დაკავშირებული. კენიის თავდაცვის ძალების მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დატყვევებულთა უმრავლესობა გათავისუფლებულია“ და უშიშროების ძალები სავაჭრო ცენტრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამავე განცხადებით, სამხედროები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის სწრაფად დასასრულებლად. „წითელი ჯვრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას 68 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG