Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეისწავლის წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში


24-25 სექტემბერს საქართველოში შეხვედრებს გამართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია. ვიზიტის მიზანი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობაა. დაგეგმილი დელეგაციის წევრთა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინგანა საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან, პრეზიდენტობის კანდიდატებთან. საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდება აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიას. მოგვიანებით, არჩევნებზე დაკვირვებისთვის საქართველოში ჩამოვა საპარლამენტო ასამბლეის 30-კაციანი დელეგაცია.
XS
SM
MD
LG