Accessibility links

logo-print

პეშავარში აფეთქებებს ემსხვერპლა სულ ცოტა 81 ადამიანი


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ პეშავარში ქრისტიანულ ეკლესიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 81 ადამიანია დაღუპული. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩოდრი ნისარ ალი ხანმა განაცხადა, რომ 100-ზე მეტი დაჭრილიდან 10 პირი მძიმე მდგომარეობაშია. კვირას, პეშავარში მდებარე ქრისტიანულ ეკლესიასთან თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. აფეთქებების დროს ეკლესიაში იმყოფებოდა სულ ცოტა 600 ადამიანი. ქრისტიანები პაკისტანის მოსახლეობის თითქმის 4%-ს შეადგენენ.
XS
SM
MD
LG