Accessibility links

ავღანეთში შეიარაღებულმა პირმა დაზვერვის ოფიცერი მოკლა


პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რაიონის დაზვერვის უფროსი მოკლა ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში. თავდასხმა კვირა დილით მოხდა. გულამ ჰუსეინი, ჩარდარის რაიონის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის უფროსი იმ დროს მოკლეს, როდესაც მოტოციკლით სამსახურში მიდიოდა. გასულ ოთხშაბათს, ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამანულა ამანი გამოასალმეს სიცოცხლეს. კვირას კი ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობის ცნობით, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად ორი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG