Accessibility links

სერგო რატიანი: თუ რუსებთან პირისპირ დავრჩებით, ”მცოცავი ოკუპაცია” გაიზრდება


რუსეთის მხრიდან ”მცოცავ ოკუპაციას” საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების დათმობით პოლიტიკას საქართველო მიჰყავს სულ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვამდე.
"ხელისუფლების პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემები არ გახდეს პრობლემები დასავლეთისთვის, მაგრამ თუ ჩვენ არ ჩავრთავთ დასავლელ პარტნიორებს და რუსებთან პირისპირ დავრჩებით, ”მცოცავი ოკუპაცია” გაიზრდება”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
XS
SM
MD
LG