Accessibility links

ნიუ-იორკში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი


საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებიან ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესია მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასამბლეის სხდომაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პარტნიორი სახელმწიფოების და გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდებიან. სამინისტროს ცნობითვე, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, 25 სექტემბერს მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორატების ხელმძღვანელებს. 26 სექტემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკიდან გამოეხმაურა სოფელ დვანთან რუსეთის ქმედებებს და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს ყველა დიპლომატიურ საშუალებას, რათა რუსეთის მხრიდან უკანონობა მკაცრად დაიგმოს.
XS
SM
MD
LG