Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ


საქართველოს აქვს მყარი გარანტიები იმისა, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მიიღებენ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდებზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეებად არ ფიგურირებენ. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტურმა ასოციაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სოჭის ოლიმპიადის მონაწილეებად დააფიქსირა, რასაც საქართველოსგან შესაბამისი ზომები მოჰყვა და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო კომიტეტს მიმართა.
XS
SM
MD
LG