Accessibility links

logo-print

რუსი სამხედროები განაგრძობენ დვანთან ე.წ. საზღვრის მონიშვნას


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი სამხედროები მეორე დღეა ქარელის რაიონის სოფელ დვანთან განაგრძობენ ე.წ. საზღვრის მონიშვნას. ამ ქმედებას საქართველოს მთავრობა აფასებს რუსეთის მიერ 2008 წლის შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის დარღვევად და ოკუპაციის გაგრძელებად და საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მხოლოდ მშვიდობიანი და ცივილიზებული მეთოდები დაუპირისპიროს. დავით ჯალაღანიას თქმით, სამწუხაროდ, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა და რუსეთი მისი გეგმის განხორციელებას გარკვეული პაუზებით, მიზანმიმართულად განაგრძობს. ”ქართული მხარის ბერკეტი მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური მეთოდებია, რომლებსაც მეტი დრო, ძალისხმევა და მოთმინება სჭირდება", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
XS
SM
MD
LG