Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შვილს პატიმრობა მიუსაჯეს


აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციური სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერის შვილს 25 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ თურქელ ქერიმლიმ შეგნებულად დააზიანა პოსტერები, რომლებზეც სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების სურათები იყო განთავსებული. ქარიმლის მამამ, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერმა ალი ქარიმლიმ. ჟურნალისტებთან საუბარში მისი შვილის დაპატიმრებას მასზე ზეწოლის მცდელობა უწოდა. ქარიმლი და მის პარტია 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერენ გამილ ჰასანლის, როგორც ოპოზიციის ერთიან კანდიდატს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ილხამ ალიევის წინაღმდეგ.
XS
SM
MD
LG