Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში სასამართლომ „მუსლიმთა საძმოს“ ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო


ეგვიპტის სასამართლომ აკრძალა ყოფილი მმართველი პარტია „მუსლიმთა საძმო“ და გამოსცა განკარგულება მისი ქონების კონფისკაციის თაობაზე. სასამართლოს თავმჯდომარის მოჰამე ალ საიედის განკარგულება მოჰყვა ქვეყანაში დაწყებულ შეტაკებებს, რომლებიც სამხედროების მხარდაჭერილი მთავრობის დანიშვნასა და ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მორსის თანამდებობიდან გადაყენებას მოჰყვა. სამართლოს გადაწყვეტილება ეგვიპტის ხელისუფლებას უფლებას აძლევს აკონტროლოს „მუსლიმთა საძმოს“ საგულდაგულოდ ორგანიზებული შემოწირულობათა ქსელი, რითაც ქვეყანაში ქუჩის საპროტესტო აქციები ფინანსდება.
XS
SM
MD
LG