Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიაში ტერორისტების მიერ დაკავებული შენობიდან მძევლების ევაკუაცია დასასრულს უახლოვდება


კენიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ოლე ლენკუ აცხადებს, რომ შენობას, რომელსაც ტერორისტებმა ცეცხლი წაუკიდეს, თითქმის მთლიანად აკონტროლებენ სამართალდამცველი ძალები. „გვსურს დავარწმუნოთ კენიელები, რომ ჩვენი ძალები მთლიანად აკონტროლებენ სიტუაციას და დარწმუნებული ვართ, რომ ხანძარი ძალიან მალე ჩაქრება. მძევლების ევაკუაციის პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვართ, რომ შენობაში ან საერთოდ არავინ, ან თით-ოროლა მძევალი თუა დარჩენილი.“ნაირობიში მდებარე "ვესტგეიტის" სავაჭრო ცენტრს შაბათს დაესხა თავს „შებაბის“ შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ არის დაკავშირებული. კენიის თავდაცვის ძალების მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებული განცხადების თანახმად, „დატყვევებულთა უმრავლესობა გათავისუფლებულია“ და უშიშროების ძალები სავაჭრო ცენტრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ამავე განცხადებით, სამხედროები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის სწრაფად დასასრულებლად. „წითელი ჯვრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას 68 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG