Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი არ გამორიცხავს სოციალ-დემოკრატებთან მოლაპარაკებას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მის კოალიციას აქვს „მყარი მანდატი მთავრობის ფორმირებისათვის.“ ბუნდესტაგის არჩევნებში მერკელის ბლოკმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, ამომრჩეველთა ხმების 41,5% მიიღო. მერკელის პარტიას სულ ორი ადგილი დააკლდა პარლამენტში იმისათვის, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოეპოვებინა. 23 სექტემბერს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, პოტენციური დიდი კოალიციის შესაქმნელად მერკელმა არ გამორიცხა მოლაპარაკებები მემარცხენე-ცენტრისტ სოციალ-დემოკრატებთან, რომელთა შედეგია 25,7%. „რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისათვის და უკვე მქონდა პირველადი კონტაქტები სოციალ-დემოკრატების ლიდერ ზიგმარ გაბრიელთან, რომელმაც აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატების ლიდერები პარასკევს გამართავენ შეხვედრას. რა თქმა უნდა პრიორიტეტები სხვადასხვა პარტიის კომიტეტებს ენიჭებათ,“- განაცხადა მერკელმა, რომელიც მესამე კანცლერია გერმანიის ისტორიაში , რომლის ლიდერობით მოქმედი კოალიცია ზედიზედ მესამედ იმარჯვებს ბუნდესტაგის ქვედა პალატის არჩევნებში.
XS
SM
MD
LG