Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსი მესაზღვრეების ქმედებების გამო


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები - მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი შეშფოთებას გამოთქვამენ დე ფაქტო რესპუბლიკების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი მესაზღვრეების მიერ ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვის გამო. ამის შესახებ განცხადებას თანამომხსენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაიკლ ასტრუპ იანსენი და ბორის სილევიჩი განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმ ფაქტით, რომ რამდენიმე ადგილას ეს დაბრკოლებები აღმართულია საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, რითიც გადმოწიეს დე ფაქტო საზღვრები. "ეს ღობეები და დაბრკოლებები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ზიანის მომტანია სასაზღვრო ზონაში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობებისთვის, მიუხედავად იმისა, საზღვრის რომელ მხარეს ცხოვრობენ ისინი. მოვუწოდებთ რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩერონ ასეთი ტიპის საზღვრების მშენებლობა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცენ", - აცხადებენ თანამომხსენებლები.
XS
SM
MD
LG