Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, თავი დაანებოს რუსეთთან "კუდის ქიცინს"


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას მოუწოდებს, რუსეთთან "კუდის ქიცინს" თავი დაანებოს და შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების საპროტესტოდ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება მოახდინოს. როგორც სააკაშვილმა სოფელ დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ ერთად უნდა დაიცვას ქვეყნის ინტერესი. "ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე იყო ქურთაში და თამარაშენში და თან ამის შესახებ, პრაქტიკულად, ვერავინ გაიგო, ეს გაკეთდა ისე, რომ რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ხშირად ამბობდნენ - ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი ვერ მიტანდა. ახლა ხომ დავრწმუნდით, რომ გეგმაზომიერ შეტევას აქვს ადგილი საქართველოს სუვერენიტეტულ საზღვრებზე, მიუხედავდა იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში?!" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG