Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სამიტის ფარგლებში ესაუბრა. მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას საუბრის ამსახველი ვიდეომასალა და ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება და სურს ბარაკ ობამას მადლობა გადაუხადოს თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის შედგა. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებს დემოკრატიული და რეფორმირებული საქართველოს სახით და დაინტერესდა, რა გეგმა აქვს პრეზიდენტს ვადის ამოწურვის შემდეგ. საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკის გარდა მისი გეგმა საგანმანათლებლო სისტემას უკავშირდება და თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას აპირებს. მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციითვე, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა რუსეთში ვიზიტისას გამოთქმული პრინციპული პოზიციის გამო, ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთა და სთხოვა ყურადღება არ მოადუნოს.
XS
SM
MD
LG