Accessibility links

logo-print

15 ადამიანი შეეწირა სამგლოვიარო პროცესიაზე თავდასხმას ბაღდადში


ბაღდადის სუნიტურ რაიონში, სამგლოვიარო პროცესიაზე მომხდარ ორ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში დაკრძალვის ცერემონიაზე განხორციელებული ეს უკვე მესამე თავდასხმაა. ერთი დღით ადრე, ასევე სუნიტურ რაიონში, სამგლოვიარო ცერემონიალზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. შაბათს მომხდარ აფეთქებას 73 ადამიანი შეეწირა. უკანასკნელ ერთ თვეში ერაყში მნიშვნელოვნად იმატა ძალადობის რიცხვმა, რასაც სუნიტებსა და შიიტებს შორის დაძაბულ ურთიერთობებს უკავშირებენ.
XS
SM
MD
LG