Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სირიაზე რეზოლუციაში დასაშვებად მიიჩნევს მეშვიდე მუხლის ხსენებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ სირიის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტში შეიძლება იქნას ნახსენები გაეროს წესდების მეშვიდე თავი, რაც სამხედრო ძალის გამოყენებას ანდა სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. თუმცა, ამ ზომების ამოქმედება მხოლოდ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ შეიძლებაო,- აღნიშნა მოსკოვში სახელმწიფო სათათბიროში საუბრის დროს რიაბკოვმა. რუსი დიპლომატის თქმით, გაეროს ქიმიური შეიარაღები ექსპერტები დამასკში ოთხშაბათს დაბრუნდებიან და გააგრძელებენ ძიებას იმის დასადგენად, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს. გაეროს ექპერტები მოინახულებენ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების ადგილს, სადაც 21 აგვისტოს, აშშ-ის თანახმად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა დაარწმუნა სირია დათანხმდეს გეგმას, რომელიც აშშ-ის სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილების სანაცვლოს დამასკს მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღზე უარის თქმას ავალდებულებს.
XS
SM
MD
LG