Accessibility links

logo-print

აშშ და ირანი უმაღლეს დონეზე თანამშრომლობისთვის ემზადებიან


მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში აშშ და ირანი უმაღლესი დონის კონტაქტებისათვის ემზადებიან. ოფიციალური ინფორმაციით, მოელიან, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ოთხშაბათს შეუერთდება იმ შეხვედრას, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ მის კოლეგებთან ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის საგარეო მინისტრებთან ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართავს. ირანის, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი ქვეყნის და ასევე გერმანიის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ირანის ბირთვულ პროგრამაზე და გაეროს იმ მძიმე ეკონომიკურ სანქციებზე იმსჯელებენ, რაც ისლამის რესპუბლიკას დაუწესდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეხვედრა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისა და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის გაიმართება გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობის ფარგლებში, რომელიც სამშაბათს იწყება.
XS
SM
MD
LG