Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი მეცნიერები გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო უნივერსალურ ვაქცინის შექმნას ვარაუდობენ


ლონდონის „იმპერიალ კოლეჯის“ მეცნიერთა ჯგუფი მიუახლოვდა იმ ვაქცინის შექმნას, რომლითაც შესაძლებელი იქნება გრიპის ყველანაირი ვირუსისგან თავის დაცვა. მეცნიერთა თქმით მათ გამოიყენეს 2009 წლის „ღორის პანდემია“, რათა შეექმნათ მონახაზი უნივერსალური გრიპის ვაქცინის შესაქმნელად. მეცნიერთა თქმით, აღმოჩნდა, რომ მეტი „ტ“ -ლიმფოციტები, ანუ ვირუსის მომაკვდინებელი ქსოვილები აღმოჩნდა მათ სისხლში, ვინც პანდემიის დროს მძიმე დაავადების თავიდან აცილება შეძლო. მეცნიერთა დაკვირვებით ვაქცინა, რომელიც სხეულში უფრო მეტი „ტ“-ლიმფოციტის წარმოქმნის სტიმულირებას იწვევს, შესაძლოა იყო ეფექტური სერიოზული დაავადების გამომწვევის გრიპის ვირუსის პრევენციისათვის. ვაქცინის საბოლო შექმნას მეცნიერთა ვარაუდით შესაძლოა 5 წელი დასჭირდეს. სეზონური გრიპისაგან მსოფლიოში ყოველწლიურად 250-დან- 500 ათასამდე კაცი იღუპება.
XS
SM
MD
LG