Accessibility links

logo-print

სირიის დედაქალაქში ახალი აფეთქება მოხდა


სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, დამასკში სამშაბათს მოხდა აფეთქება,რასაც დაუზუსტებელი ინფორმაციით რამდენიმე ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. განცხადების თანახმად აფეთქების უკანა დგანან ტერორისტები, როგორც ოფიციოზი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე მეამბოხეებს უწოდებს. აფეთქების სამიზნე იყო დამასკის სამხრეთში მდებარე ტადამუნის დასახლება, რომელიც თვეების განმავლობაში სირიის რეჟიმისა და მისი მოწინააღმდეგე ძალების ბრძოლის ველს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG