Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ირანს მოუწოდებს გადადგას „კონკრეტული ნაბიჯები“


ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ-ს სურს „გამჭვირვალე“, „კონკრეტული“ ნაბიჯების ხილვა ირანის მხრიდან. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანთან „დიმპლომატიური სტრატეგიის“ ტესტს ბირთვულ პრობლემის მოგვარება წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ირანის ახალმა მთავრობამ, რომელიც „უფრო ზომიერ კურსს“ ადგას, უნდა შექმნას საფუძველი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეას მოგვიანებით მიმართავს.
XS
SM
MD
LG