Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიის პრეზიდენტი: სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა დასრულებულია


კენიის პრეზიდენტ უჰურუ კენიატას განცხადებით, უშიშროების ძალებმა დაამარცხეს თავდამსხმელები, რომლებიც ნაირობის სავაჭრო ცენტრში შეიჭრნენ და მძევლად აიყვანეს ათობით სამოქალაქო პირი. კენიატამ სამშაბათს სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ 61 სამოქალაქო პირი და ექვსი ჯარისკაცი დაიღუპნენ სავაჭრო ცენტრში შაბათს ექსტრემისტების შეჭრის შემდეგ. დაიღუპა აგრეთვე ხუთი შეიარაღებული პირი, დააკავეს 11 ეჭვმიტანილი. კენიატას ინფორმაციით, შენობის სამი სართული დაინგრა და შესაძლოა, ნანგრევებში კიდევ იყოს ვინმე მოყოლილი. ოთხშაბათიდან კენიაში სამდღიანი გლოვა ცხადდება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა სომალიში დაფუძნებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა „ალ-შაბააბმა“, რომელიც „ალ-ყაიდის“ მოკავშირეა.
XS
SM
MD
LG