Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები არ შეხვდებიან ერთმანეთს გაეროში ამჟამინდელი ვიზიტისას


მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და ჰასან როჰანი არ შეხვდებიან ერთმანეთს ნიუ-იორკში, სადაც სამშაბათს დაიწყო მუშაობა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. როგორც სამშაბათსვე განაცხადა ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, ვაშინგტონი მზად იყო ნიუ-იორკში ობამას და როჰანის შეხვედრისთვის, მაგრამ ირანელებმა მიანიშნეს, რომ ეს "მეტისმეტად რთული" იქნებოდა. როგორც ობამა, ისე როჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს გამომსვლელთა სიაში არიან და ბევრი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ გენერალური ასამბლეის სხდომის პარალელურად შესაძლოა, მათი შეხვედრა გამართულიყო. ირანის და აშშ-ის ლიდერები 36 წელია, აღარ შეხვედრიან ერთმანეთსს.
XS
SM
MD
LG