Accessibility links

logo-print

ძლიერმა მიწისძვრამ პაკისტანში ათობით ადამიანი შეიწირა


პაკისტანში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 45 ადამიანი. დაშავებულია ათობით პირი. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ბელუჯისტანში დაფიქსირდა, თუმცა ბიძგები დელისა და დუბაიშიც იგრძნობოდა. ბელუჯისტანის პროვინცია სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG