Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანისა და აშშ-ის პრეზიდენტები ემხრობიან მოლაპარაკებების განახლებას


ირანისა და აშშ-ის პრეზიდენტები ემხრობიან მოლაპარაკებების განახლებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი „მზად არის დაუყოვნებლივ ჩაერთოს დროში გაწერილ და შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებებში ურთიერთნდობის აღსადგენად“. როჰანიმ უარყო ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა. მისი განცხადებით, ირანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ასეთი იარაღის ადგილი არ არის. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ აშშ-ს კვლავაც სურს ხელი შეუშალოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ საკითხის „დიპლომატიური გზით“ მოგვარებას ემხრობა. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ობამა მზად იყო ჰასან როჰანისთან შესაძლო შეხვედრისთვის, თუმცა, ირანმა „სირთულის“ მომიზეზებით უარი თქვა შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG