Accessibility links

logo-print

"გრინპისის" დაკავებული აქტივისტები რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს


„გრინპისის“ დაკავებული გემის „არკტიკ სანრაიზის“ ეკოლოგები რუსეთის სხვადასხვა ქალაქის წინასწარი გამოძიების იზოლატორებში გადაიყვანეს. ინფორმაცია „ინტერფაქსს“ რუსეთში „გრინპისის“ პროგრამების დირექტორმა ივან ბლოკოვმა მიაწოდა. სამშაბათს საღამოს „გრინპისის“ აქტივისტები მურმანსკის საგამოძიებო სამმართველოში მიიყვანეს და დაკითხეს. ბლოკოვის თანახმად, შენობაში არ შეუშვეს არც ერთი უცხოელი დიპლომარი აშშ-ის კონსულის გარდა. ადვოკატებს არ მისცეს დაკავებულთა ინტერესების დაცვის შესაძლებლობა. არქტიკაში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ ეკოლოგების მიერ აქციის გამართვის მცდელობის გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „მეკობრეობის“ მუხლით. გასულ კვირაში ეკოლოგების ყინულმჭრელ „არკტიკ სანრაიზზე“ რუსეთის შეიარაღებული მესაზღვრეები ავიდნენ. მათ დააკავეს „გრიპისის“ 25 აქტივისტი, მათ შორის - რუსეთის ოთხი მოქალაქე. გემი კი მურმანსკის პორტში მიიყვანეს. მეკობრეობაში დადანაშაულებას აორგანიზაციაში აბსურდულად თვლიან. ის, რომ უიარაღო ეკოლოგები არ შეიძლება მეკობრეები იყვნენ, ცხადია უფლებადამცველებისთვისაც. რუსეთისა და დსთ-ს ეკოლოგიურმა ორგანიზაციებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „გრინპისის“ აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG