Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის მმართველი პარტია და საარჩევნო კომისია დასავლურ მედიას აკრიტიკებენ


აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლება, „ამერიკის ხმა“ და ბიბისი საპრეზიდენტო კამპანიის „პროპაგანდისტული სულისკვეთებით“ გაშუქებაში დაადანაშაულა. კომისიის პრეს-სპიკერმა აზერ ტაგიევმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამ სამაუწყებლო საშუალებების გადაცემები მიზნად ისახავენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას და ამით არღვევენ აზერბაიჯანის საარჩევნო კანონმდებლობას. დღესვე აზერბაიჯანის მმართველმა „იენი აზერბაიჯანმა“ (ახალი აზერბაიჯანი) გამოაცხადა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის მიერ 9 ოქტომბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩენების თაობაზე ჩატარებული „მიკერძოებული“ გამოკითხვის გამო. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის უფროსი ქენან ალიევი უარყოფს მმართველი პარტიის ბრალდებებს, რაც, ალიევის აზრით, „არჩევნების გაშუქების პროცესზე კონტროლის დაწესების მიზნით, დამოუკიდებელი მედიის დაშინების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.“ ალიევმა რადიო თავისუფლების პროგრამებს „დაბალანსებული, ობიექტური და პროფესიული“ უწოდა.
XS
SM
MD
LG