Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტები დამასკში დაბრუნდნენ


გაეროს ინსპექტორები, რომლებიც მომწამვლელი აირის გამოყენების საკითხს სწავლობენ, დაბრუდნენ დამასკში. ჯგუფი, რომელსაც უფროსი ექსპერტი აკე სელსტრომი ხელმძღვანელობს აგრძელებს შესწავლას ქიმიური იარაღის გამოყენების 14 შემთხვევისა, რასაც ადგილი ჰქონდა სირიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის და ოპოზიციის მომხრე მეამბოხე ძალებს შორის მიმდინარე საომარ დაპირისპირებაში 110 ათას კაცზე მეტი დაიღუპა. ადრე ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ქიმიური იარაღის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 21 აგვისტოს დამასკის ახლოს მდებარე გუტას დასახლებაში აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენეს. სელსტრომი აცხადებს, რომ ამჯერად ანგარიში მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის იყო განკუთვნილი და საჭიროა მომზადდეს ახალი ანგარიში სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებით მომხდარი სხვა თავდასხმების თაობაზე.
XS
SM
MD
LG