Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოზე ზეწოლით ახალი უბედურება მოხდება


პასუხს ვაგებ, რომ ახალი ხელისუფლება არც გაბედავს და ვერც გაბედავს ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში წინა ხელისუფლების მსგავსად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოსამართლეებს მივცეთ და შევუქმნათ მაქსიმალური პირობები, რათა იგრძნონ, რომ ისინი მაქსიმალურად დამოუკიდებლები არიან. დღეს რომ ჩვენ მოსამართლეებს ისევ შეშინება და ძალადობა დავუწყოთ და ამ ფორმით წავიდეთ, ჩვენ ისევ ახალ უბედურებას მივიღებთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოსამართლეები, რომ ძველი გუნდის გავლენას არ დაექვემდებარონ. ჩვენ, ახალი ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძველმა ხელისუფლებამ სასამართლოზე გავლენა ვეღარ მოახერხოს. "პასუხს ვაგებ, რომ ახალი ხელისუფლება არც გაბედავს და ვერც გაბედავს და არც ჩაერევა სასამართლოს საქმეებში", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG