Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს დელეგაცია შეშფოთებულია საზმაუწყებლის გარშემო შექმნილი ვითარების გამო


საქართველოში სტუმრად მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა, შეშფოთება გამოთქვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო შექმნილი ვითარების გამო. ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა დელეგაციის ხელმძღვანელმა მერიჩელ მატეუ ი პიმ. ანდორელი პოლიტიკოსის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უნდა უწყობდეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების გამართვას. დელეგაცია, რომლის ვიზიტის მიზანი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების გაცნობა იყო, დღეს შეხვდა პრეზიდენტობის ძირითად კანდიდატებს, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარეს, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG