Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეუერთდა ჩვეულებრივი იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებას


ჩვეულებრივი იარაღით მსოფლიოს უმსხვილესი მოვაჭრე, აშშ, დღეს ნიუ იორკში შეუერთდა იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო ხელშეკრულებას. გაეროს შტაბ-ბინაში დოკუმენტს ხელი მოაწერა ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჯონ კერიმ. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ამნესტი ინტერნეშნლის“ გენერალურმა მდივანმა სალილ შეტიმ მაღალი შეფასება მისცა აშშ-ის ამ ნაბიჯს და დასძინა, რომ იგი, შესაძლოა, იქცეს „ქვაკუთხედად ჩვეულებრივი იარაღის უკანონო ვაჭრობის აღკვეთის საქმეში“. ახლა დოკუმენტს რატიფიკაცია უნდა გაუკეთოს აშშ-ის კონგრესმა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის 3 აპრილს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. ეს დოკუმენტი აწესრიგებს ჩვეულებრივი იარაღის საერთაშორისო ვაჭრობას, რომლის წლიური მოცულობა, ექსპერტთა შეფასებით, 70 მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG