Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მავთულხლართების გაბმა სოჭის ოლიმპიადას უკავშირდებოდეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმა სოჭის მომავალ ოლიმპიადას უკავშირდებოდეს. პრემიერის თქმით, რუსეთი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა მაქსიმალურად მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაატაროს ეს ოლიმპიადა. „ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით და ამ ოლიმპიადაშიც მივიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ ოლიმპიადის შემდეგ ბევრი რამ „ბუნებრივად დალაგდება“. ამის თაობაზე ივანიშვილმა ექსპერტებთან დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა.
XS
SM
MD
LG