Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი: მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას


ნატო მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, - ამის შესახებ დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. როგორც რასმუსენმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატო აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. "ჩვენ საკმაოდ მკაფიო პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით – მოვითხოვთ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ნაბიჯები საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG