Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის აზრით, ქვეყანაში თანაბრად კონკურენტული საარჩევნო გარემოა


ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით ამჟამად შექმნილია უფრო ღია და თანაბრად კონკურენტული საარჩევნო გარემო, - აღნიშნული შეფასება წინასაარჩევნოდ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციამ გააკეთა. ვიზიტის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიმართ მოქალაქეებს ექნებათ ნდობა და რომელიც ევროსაბჭოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. "ეს აღსანიშნავი მიღწევა იქნება ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ამ მიზნით, საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ, თუ დანიშნულ თანამდებობის პირებზე, რომ ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები, აგრეთვე საარჩევნო პროცესზე ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიცნონ საარჩევნო კამპანიიდან გამოვლენილი ყველა სავარაუდო დარღვევა. მკაცრი და თანაზომიერი სანქციები უნდა გატარდეს, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული დარღვევები და საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ მიმართულებით ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ", - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიჩელ მატეუ პიმ.
XS
SM
MD
LG