Accessibility links

logo-print

ჰასან როჰანი: მზად ვარ გავაფორმო შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ბირთვული იარაღის პროგრამაზე


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ უახლოესი სამი ექვსი თვის მანძილზე, ის მზადაა გააფორმოს შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ბირთვული იარაღის პროგრამის თაობაზე. „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, როჰანიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბირთვული იარაღის პროგრამის გადაჭრა შესაძლოა გახდეს ამერიკა-ირანის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესის ათვლის წერტილი. როგორც ირანის პრეზიდენტი ირწმუნება, მისი ქვეყანა მზადაა იყოს მაქსიმალურად ღია, რათა დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ირანის ბირთვულ პროგრამებას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
XS
SM
MD
LG