Accessibility links

logo-print

ბილ კლინტონი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის ადამიანი, რომელიც ნდობას იმსახურებს


ამერიკის ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არის ადამიანი, რომელიც ნდობას იმსახურებს, თუმცა დაამატა, რომ სირიის ქიმიური იარაღის პრობლემის წარმატებული მოგვარება გარანტირებული არ არის. ამის შესახებ ბილ კლინტონმა ოთხშაბათს ტელეკომპანია ”სიენენთან” ინტერვიუში განაცხადა. კლინტონის თქმით, სირიის საკითხებში „უკეთესისკენ უნდა იქნეს გეზი აღებული, თუმცა უარესისთვის უნდა იყოს მზადყოფნა“. კლინტონის თქმით, ის ცუდად არ იცნობს პუტინს და მას ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს. თავის ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტთან ის „უკიდურესად ღიას“ უწოდებს. მისივე თქმით, „პუტინს მასთან არასდროს დაურღვევია შეთანხმება“.
XS
SM
MD
LG