Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება აგვისტოს ომის დროს ხანძრით განადგურებული ბორჯომის ტყის აღდგენა


აგვისტოს ომის დროს ხანძრით განადგურებული ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსი" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი სოფელ დაბის მიმდებარედ, ტბის სატყეოს ტერიტორიაზე 2008 წელს ხანძრით განადგურებული ტყეების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესს დაესწრება. სამინისტროს ცნობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ფინეთის მთავრობის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს: "მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა". პროექტის ფარგლებში განხორციელდება სოფელ დაბის მიმდებარედ, ტბის სატყეოს ტერიტორიაზე 2008 წელს ხანძრით განადგურებული ტყეების აღდგენა-რეაბილიტაცია. ექსპერტების მიერ შემუშავებული ტყის აღდგენის პროექტის შესაბამისად, 16,3 ჰა ფართობზე დაპროექტებულია 22 500 ძირი სხვადასხვა სახეობის მცენარის დარგვა და სხვა აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება.
XS
SM
MD
LG